„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.
ნორვეგიელმა ტრავმა 30 მარტს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ჯერ მაინც უცნობია ზუსტად როდის იქნება ის სათამაშოდ მზად, მაგრამ ფაქტი, რომ საწვრთნელი პროცესი დაიწყო, პეპ გვარდიოლასთვის შესანიშნავი ამბავია.
ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.