ფეხბურთი

20:50 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" არეკ მილიკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ არკადიუშ მილიკთან, რომელიც თითქოს, კლუბის გეგმებში არ შედიოდა, კონტრაქტი გაახანგრძლივა.

პოლონელის ძველი ხელშეკრულება 2026 წელს იწურებოდა და მხარეებმა თანამშრომლობა 2027 წლამდე განაახლეს. მილიკმა ამის სანაცვლოდ ხელფასი დაიკლო და ის, რაც ერთ სეზონში უნდა მიეღო, ორ სეზონში მიიღებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოტივით დათანხმდა „იუვე“ ახალ კონტრაქტს.

მიმდინარე სეზონში მილიკს ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია, ხოლო 2022 წლიდან 75 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო. არეკ მილიკს მანამდე „მარსელში“, „ნაპოლისა“ და „აიაქსში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069172