ფეხბურთი

15:00 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "არსენალთან" თამაშის შემდეგ კვარაცხელიას შეტყობინება გავუგზავნე"

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა და "ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ CRC-თან ინტერვიუში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას "არსენალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩზე გააკეთა. მისი თქმით, თამაშის დასრულების შემდეგ ხვიჩას შეტყობინება გაუგზავნა და ჩემპიონთა ლიგის მოგება უსურვა.

"გუშინ ვნახე ხვიჩას თამაში "არსენალთან", ის მართლაც არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის არის ადამიანი, ვისთანაც ძალიან ახლოს ვარ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მას შეტყობინება გავუგზავნე და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვუსურვე." - განაცხადა დი ლორენცომ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად "არსენალი" 1:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა საგოლე გადაცემა. ხვიჩა პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საგოლე მოქმედება განახორციელა.

"პარი სენ-ჟერმენისა" და "არსენალის" საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068699
სარეკლამო ადგილი - 99
X x X