ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "პარი სენ0-ჟერმენმა" სტუმრად "არსენალი" 1:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ნიდერლანდელმა ყოფილმა ფეხბურთელმა კლარენ ზეედორფა მატჩი შეაფასა და მისი თანამემამულე იურიენ ტიმბერი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების გამო გააკრიტიკა.
"პსჟ-მ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორსაც არსენალისგან ველოდი. მიუხედავად ამისა ინგლისელები კარგ პრესინგს თამაშობდნენ, მაგრამ ტიმბერი სულელურ შეცდომებს უშვებდა, მან კვარაცხელიასთან ორთაბრძოლისას უაზრო ჯარიმები აიღო. ვფიქრობ უნდა იცოდე, როდესაც ასეთ ფეხბურთელების წინააღმდეგ გიწევს თამაში, რომლებსაც უმაღლესი ხარისხი და კლასი გააჩნიათ, როდის ახვიდე პრესინგზე ან როდის დაელოდო მეტოქეს და ითამაშო პოზიციურად. თუ "არსენალს" ჩემპიონობა სურს მენტალიტეტი უნდა შეცვალონ." - განაცხადა ზეედორფა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის სტარტზე უსმან დემბელემ სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ისარგებლა, ხვიჩა პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საგოლე მოქმედება განახორციელა.
"პარი სენ-ჟერმენისა" და "არსენალის" საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.