ფეხბურთი

2:53 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "კვარაცხელიას გონება სწრაფად მუშაობს, მცველს დროს არ უტოვებს, რომ გაიგოს, რას აპირებს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე აღტაცებით ისაუბრა.

დელ პიერომ, რომელიც ასეთი მოქმედებების ოსტატი იყო, „არსენალთან“ მატჩში პსჟ-ს გოლს ვიდეოანალიზი გაუკეთა და კვარას მოქმედება დეტალურად გაარჩია:

„როდესაც კვარა ბურთს იღებს, შეხებასა და მეტოქეზე დამიზნებას შორის წამის მეათედი გადის. რა სწრაფად მუშაობს მისი გონება: ტიმბერი აიძულა უკან დაეხია, კვარაზე პასი ცოტა გრძელი იყო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შეხებით წინ მიიწევს.

8 წლის ასაკში, ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს მასწავლეს, ნაბიჯ-ნაბიჯ შეხება მცველს არ უტოვებს დროს, რომ გაიგოს რა ხდება. ნებისმიერ დროს შეგიძლია მარჯვნივ ან მარცხნივ წახვიდე. კვარამ აიძულა ნახევარმცველი მასთან გადმოსულიყო, რათა მისი მეურვეობა გაორმაგებულიყო, სწორედ ასე განთავისუფლდა საჯარიმოში დემბელე... მარტივი, მაგრამ დამანგრეველი ჟესტია, ეს ხელოვნებაა“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 7 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119232