ფეხბურთი

23:40 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო რიუდიგერი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ანტონიო რიუდიგერი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გერმანელმა მცველმა მთავარ მსაჯს ყინულის ნაჭერი ესროლა და მის მიმართ აგრესია გამოავლინა, რის გამოც დასაჯეს.

დისკვალიფიკაცია ვრცელდება ესპანეთის ეგიდით ნებისმიერ ტურნირზე. შესაბამისად, რიუდიგერი დისკვალიფიკაციას ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილ 5 მატჩსა და მომდევნო სეზონის პირველ ტურში მოიხდის. საინტერესოა, რომ რიუდიგერმა დღეს ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ამ სეზონში მაინც ვერ ითამაშებდა. შესაბამისად, ისე გამოვიდა, რომ სასჯელს ტრავმის პერიოდში მოიხდის და რეალურად მხოლოდ ერთი თამაში გაუცდება, მომდევნო სეზონის პირველ ტურში.

გარდა ამისა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს ლუკას ვასკესი, მისი სასჯელი ესპანეთის თასზე ვრცელდება და მომდევნო სეზონში მოუწევს ორი სათასო მატჩის გამოტოვება.

გაამართლეს ჯუდ ბელინგემი, რომელიც მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციას მოიხდის, რადგან თასის ფინალში წითელი ბარათი მიიღო და გაძევების გამო ავტომატურად უწევდა და ერთი თამაშის გამოტოვება.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონასთან“ დამატებით დროში 2:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070448