ფეხბურთი

22:04 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოების" ფრეები ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „დინამო ბათუმმა“ „გარეჯს“ უმასპინძლა და დაუგეგმავი ქულები დაკარგა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, თუმცა ფრეები შემოეჩვია, რის გამო „იბერიას“ უკვე 4 ქულით ჩამორჩა.

ბათუმელებმა ტაიმი ჯალენ ბლესას გოლით მოიგეს, რასაც 76-ე წუთზე პენალტით ლევან პაპავამ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. „დინამო ბათუმი“ 23 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „დილასთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „გარეჯი“ 6 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ „სამგურალთან“ მატჩი ელოდება.

წყალტუბოში, უგოლოდ დაზავდნენ „სამგურალი“ და „დინამო თბილისი“. ორივე გუნდი სამეულს უკვე საკმაოდაა მოშორებული: „დინამო“ 16 ქულით მეოთხეა, მაგრამ 7 ქულა აშორებს ევროზონას, მომდევნო ტურში „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 12 ქულით მეხუთეა და წინ „გარეჯთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131102
სარეკლამო ადგილი - 99
X x X