მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ანტონიო რიუდიგერმა განაცხადა, რომ 7 თვის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით თამაშობდა.
გერმანელ მცველს მენისკის ოპერაცია დღეს გაუკეთეს და 6-8 კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს:
„შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით თამაშის შემდეგ სამწუხაროდ მენისკის ოპერაცია დამჭირდა. ახლა ტკივილები აღარ მაქვს და ოპერაციაც წარმატებით ჩატარდა. მადლობა სამედიცინო გუნდს. მინდა, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე თამაშს, რადგან წინ ორი დიდი ტურნირი მაქვს - ერთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე“, - დაწერა რიუდიგერმა სოციალურ ქსელში.
ანტონიო რიუდიგერმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.