ფეხბურთი

16:27 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო რიუდიგერისთვის სეზონი დასრულდა

მადრიდის „რეალს“ ანტონიო რიუდიგერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. გერმანელმა მცველმა მენისკის დაზიანება „ბარსელონასთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

რიუდიგერს ოპერაცია უკვე გაიკეთეს და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, რომელიც დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამრიგად, ლა ლიგის სეზონი მისთვის დასრულებულია.

„რეალში“ იმედოვნებენ, რომ რიუდიგერი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის დაბრუნდება, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს.

ანტონიო რიუდიგერმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068111