ფეხბურთი

14:55 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაო „მილანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, მაშინაც კი, თუ ისინი იტალიის თასს მოიგებენ

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო გუნდს ზაფხულში დატოვებს - წერს Calciomercato.com.

წყაროს ცნობით, სპეციალისტის მომავალი კლუბში უკვე გადაწყვეტილია. იტალიის თასის ფინალში „ბოლონიასთან“ დამარცხების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის სურვილისამებრ, მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ხოლო ტურნირში გამარჯვებისა და თასის მოგების შემთხვევაში, სპეციალისტი მაინც საკუთარი ნებით დატოვებს თანამდებობას.

„მილანი“ ამჟამად სერია A-ს ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მანამდე პორტუგალიელის ხელმძღვანელობით კლუბმა იტალიის სუპერთასი მოიგო.

კონსეისაო „მილანის“ მთავარ მწვრნელად 2024 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა და წლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129966
სარეკლამო ადგილი - 99
X x X