მარიდის „რეალი“ გუნდის ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუასთან კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს - წერს ცნობილი ესპანური ონლაინ გამოცემა Relevo. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ დარწმუნებულია, რომ კურტუა კლუბისთვის მეკარის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტია.
ტიბო 32 წლისაა და „ლოს ბლანკოსში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში გამოცდილმა მეკარემ ყველა ტურნირში 43 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაუშვა. ბელგიელმა კარის „მშრალად“ შენარჩუნება 14-ჯერ მოახერხა. კურტუას მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.