ფეხბურთი

11:13 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ შემტევმა სანემ უარი თქვა „ალ-იტიჰადის“ 100 მილიონიან შეთავაზებაზე

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ლეროი სანემ უარი თქვა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადის“ შეთავაზებაზე ტრანსფერის შესახებ. ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.

წყაროს ცნობით, საუდურმა კლუბმა თავდამსხმელს შესთავაზა 100 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიანი კონტრაქტი. თუმცა, ფეხბურთელმა უარი თქვა, რადგან მიუნხეურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

„ბაიერნთან“ შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე კვირაში გაფორმდება და 2028 წლამდე იქნება ძალაში. ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად, გარემარბი სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 14 ან 16 მილიონ ევრომდე ბონუსების ჩათვლით.

სანე „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ფეხბურთელმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062907