კარლო ანჩელოტი ძალიან ახლოსაა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობასთან. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალისთვის ჩაიბარებს, კონტრაქტში ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან შევა და არა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ. ასე რომ, „რეალს“ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისს დაიწყება, ახალი მწვრთნელი ეყოლება. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სანტიაგო სოლარი. ის დროებით ჩაიბარებს „სამეფო კლუბს“, ხოლო ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მადრიდულ გრანდს ჩაბი ალონსო ჩაიბარებს.
„რეალი“ და ანჩელოტი ერთმანეთს კარგად შორდებიან, თუმცა ფორმალური ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ საჭიროა.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას იტალიელისთვის კონტრაქტი უკვე მზად აქვს, ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. ბრაზილიელთა მთავარი პირობაა, რომ კონტრაქტი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე გაფორმდეს, რადგან ივლისამდე ლოდინი არ სურთ.
ასე რომ, მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის ისტორია სრულდება, რომელსაც 2013-2015 და 2021 წლიდან დღემდე ავარჯიშებს.