ფეხბურთი

23:22 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "იბერიასთან" დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონ და ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა.

დირკ შუსტერის გუნდს შანსი ჰქონდა ლიდერთან ჩამორჩენა შეემცირებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, წააგო და კიდევ უფრო ჩამორჩა.

მატჩის დასაწყისში, მე-19 წუთზე გავიდა გოლი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. „იბერიას“ ნახევარმცველმა გიზი მამაგეიშვილმა შეძლო თავის გამოჩენა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 0:1.

„იბერია“ ისევ დაუმარცხებელია და 27 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას, მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ 12 ქულით მეხუთე ადგილზეა და წინ „თელავთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062767
სარეკლამო ადგილი - 99
X x X