საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური გორის „დილას“ და „გაგრას“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
მე-10 წუთზე გიორგი გაბედავა გააძევეს, რის გამოც „გაგრას“ თითქმის მთელი თამაშის ჩატარება კაცნაკლულს მოუწია. „დილამ“ ეს მშვენივრად გამოიყენა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
მე-20 წუთზე ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არუნა უატარამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დილა“ 23 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 10 ქულით მერვეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.