ფეხბურთი

20:32 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "პირველ ადგილზე კონტეს და ფეხბურთელების დამსახურებით ვართ"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ მწვრთნელის და ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიდერები არიან და ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

„თუ დავფიქრდებით, საიდან დავიწყეთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს პირველები ვართ, ოთხი ტურით ადრე, ეს გუნდის და მწვრთნელის საოცარი მუშაობის შედეგია, თუ ჩემპიონები გავხდებით, ეს მათი დამსახურება იქნება.

პრემიერლიგის ბაზარზე მუშაობა ზაფხულში? ეს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია, საუკეთესო მოთამაშეებით. დონე მაღალია, ინტენსივობა, ტაქტიკა, ტექნიკა, ბევრი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს იტალიის ჩემპიონატში. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, უკვე ვგეგმავთ მომდევნო სეზონს, მაგრამ ახლა აწმყოზე ვართ ორიენტირებული, ერთი თვის შემდეგ კი ვნახოთ“, - თქვა მანამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062769
სარეკლამო ადგილი - 99
X x X