ფეხბურთი

18:20 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი პოკერი: გიოკერეშის დაუჯერებელი სტატისტიკა

ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდი ვიქტორ გიოკერეში ბრწყინავს. მან პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბოავიშტასთან“ პოკერი შეასრულა.

შვედი ფეხბურთელის სტატისტიკა უბრალოდ შთამბეჭდავია: 30 მატჩში 38 გოლი პორტუგალიის ჩემპიონატში. ცხადია, ის ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს და ამ ჯილდოში ვერავინ შეეცილება. უფრო მეტიც, მას შანსი აქვს, რომ ოქროს ბუციც მოიგოს, რაც პორტუგალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ არა მისთვის.

ყველა ტურნირს თუ ავიღებთ, გიოკერეშის სტატისტიკა აქაც საოცარია - 48 თამაში და 52 გოლი.

ბოლო ორ სეზონში მან „სპორტინგის“ რიგებში 98 მატჩში 95 გოლი გაიტანა და ცხადია, რომ ზაფხულში გრანდების მხრიდან მასზე ნადირობა გამოცხადდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112552