ფეხბურთი

12:40 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო რიუდიგერს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის „რეალის“ მცველს, ანტონიო რიუდიგერს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

„ელ კლასიკოს“ ფინიში გიჟური გამოდგა, ხოლო გერმანელმა ფეხბურთელმა მსაჯს ყინულის პაკეტი ესროლა. ესპანურ მედიაში გავრცელა მთავარი მსაჯის, დე ბურგოს ბენგოჩეას მატჩის შემდგომი ჩანაწერი:

„ის მოედნიდან გავაძევე საგნის სროლისთვის, რომელიც ამცდა. ტექნიკური შტაბის რამდენიმე წევრმა შეაკავა და აგრესიული ქმედება გამოავლინა“, - ნათქვამია მსაჯის ჩანაწერში.

წესების თანახმად, მსგავსი ქმედება მკაცრად ისჯება. შესაბამისად, „რეალის“ ფეხბურთელს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებში მოედნიდან რიუდიგერის გარდა, ჯუდ ბელინგემი და ლუკას ვასკესიც გააძევეს.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „რეალი“ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და ესპანეთის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065048