„ფრანკფურტ არენაზე“ გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც ადგილობრივმა „აინტრახტმა“ „ლაიფციგი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებში ორი გოლი თავდამსხმელმა ანსგარ კნაუფმა გაიტანა. თითოც უგო ეკიტიკემ და რობინ კოხმაც დაამატეს.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები 50-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, მას შემდეგ, რაც მცველმა ელ-შადაი ბიტშიაბუმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
„აინტრახტმა“ 55 ქულა დააგროვა და ოთხეულში პოზიცია მნიშვნელოვნად გაიმყარა. ფრანკფურტელები მესამე ადგილზე არიან და ექვსი ქულით უსწრებენ მეხუთე ადგილს, რომელსაც „ლაიფციგი“ (49) იკავებს.
ამავდროულად, დინო ტოპმიოლერის გუნდი ვეღარ შეძლებს უფრო მაღლა ასვლას - ისინი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ „ბაიერს“ 12 ქულით ჩამორჩებიან.
გერმანია. ბუნდესლიგა. 31-ე ტური. 26 აპრილი: ბაიერი - აუგსბურგი 2:0, ბაიერნი - მაინცი 3:0, ჰოფენჰაიმი - დორტმუნდი 2:3, ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 0:1, ჰოლშტაინი - გლადბახი 4:3, აინტრახტი - ლაიპციგი 4:0.