ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილას“ შორის დასრულდა. გუნდები ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე თამაშობდნენ. „არწივებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 3:0.
მატჩის პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა. ბურთი „კრისტალ პალასის“ ნახევარმცველმა, ებერეჩი ეზემ გაიტანა. 58-ე წუთზე, გარემარბმა ისმაილა სარმა მეორე გოლი შეაგდო „ასტონ ვილას“ კარში. 90+4 წუთზე სარმა დუბლი შეასრულა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ნოტინგემ ფორესტი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 27 აპრილს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.