„კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველი მარკ გეი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადავიდეს. როგორც ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ თავის პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, ფეხბურთელისთვის ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი იბრძვის: „ტოტენჰემი,“ „ჩელსი“ და „ნიუკასლი.“
წყაროს ცნობით, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გეი კონტრაქტის ბოლო წლის განმავლობაში თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბს შეიცვლის. მცველს ლონდონელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსი“ მზად იყო მარკ გეის ტრანსფერში დაახლოებით 58.5 მილიონი ევრო გადაეხადა.
მარკი 2021 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ „კრისტალ პალასში“ 23,34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.