ფეხბურთი

21:52 | 26.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი ბუნდესლიგის შემდეგ მატჩს გამოტოვებს, რომელიც „ბაიერნისთვის“ შესაძლოა საჩემპიონო გამოდგეს

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩში „მაინცთან“ (3:0) ყვითელი ბარათი მიიღო. სულ, თავდამსხმელს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ხუთი გაფრთხილება აქვს მიღებული. შესაბამისად, კეინი 3 მაისს „ლაიფციგის“ წინააღმდეგ შემდეგ მატჩს გამოტოვებს. ამ თამაშში „ბაიერნს“ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეუძლია.

„ბაიერნი“ ბუნდესლიგის ცხრილს ლიდერობს და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ „ბაიერ ლევერკუზენს“ რვა ქულით უსწრებს.

გავიხსენოთ, რომ 31 წლის ჰარი კეინს კარიერაში ჯერ არც ერთი გუნდური ტიტული არ მოუგია. „ბაიერნთან“ ერთად მოგებული ტიტული, სავარაუდოდ, ინგლისელი თავდამსხმელისთვის პირველი იქნება. ჰარი კეინმა გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა, 24 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061522
სარეკლამო ადგილი - 99
X x X