ფეხბურთი

21:08 | 26.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„სელტიკმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგა 55-ედ მოიგო და ტიტულების რაოდენობით „რეინჯერსს“ გაუთანაბრდა

შოტლანდიის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „დანდი იუნაიტედი“ და „სელტიკი“ შეხვდნენ, დასრულდა. თამაში დანდიში, „ტენადის პარკზე“ გაიმართა. „სელტიკმა“ 5:0 მოიგო და 55-ედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი.

30-ე წუთზე „დანდის“ მცველმა რაიან სტრეინმა თამაშში პირველი გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 39-ე წუთზე „სელტიკის“ გარემარბმა ნიკოლას-გერიტ კუნმა თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 45+3 წუთზე კუნმა დუბლი შეასრულა და ანგარიში დიდ ნიშნულამდე გაზარდა. 47-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა თავდამსხმელმა ადამ იდამ „სელტიკის“ მეოთხე გოლი გაიტანა. 59-ე წუთზე აიდამ დუბლი შეასრულა და მატჩში საბოლოო ანგარიში დაადგინა.

ამ გამარჯვების წყალობით, „სელტიკმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგის ცხრილში პირველი ადგილის მოპოვება გრაფიკზე ადრე შეძლო. გუნდს 81 ქულა აქვს. „რეინჯერსი“ 66 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ჰიბერნიანი“ 53 ქულით - მესამეზე.

„სელტიკმა“ ისტორიაში 55-ე ლიგის ტიტული მოიპოვა, რითაც „რეინჯერსის“ რეკორდი გაიმეორა ტიტულების რაოდენობით. ეს გუნდისთვის ბოლო 14 სეზონში მე-13 გამარჯვება იყო.

თეგებისელტიკი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066663
სარეკლამო ადგილი - 99
X x X