საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში "სენტ ეტიენი" სტუმრად "სტრასბურთან" 1:3 დამარცხდა, ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-19 წუთზე შესანიშნავად ითამაშა და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. თუმცა "სენტ ეტიენმა" საბოლოოდ 1:3 წააგო.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.
„სენტ ეტიენი“ 27 ქულით ლიგა 1-ში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა გასავარდნ ზონაში, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.