გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „შტუტგარტი“ 1:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ბუდუ ზივზივაძემ ისევ ვერ ითამაშა, რადგან ტრავმირებულია, ხოლო მის გარეშე „ჰაიდენჰაიმმა“ პირველი გოლი გაიტანა, რადგან წინა სამი მატჩი ისე წააგო, რომ გოლიც ვერ გაიტანა.
89-ე წუთზე მატიას ჰონზაკმა შეაგდო ერთადერთი გოლი, რამაც ფრანკ შმიდტის გუნდს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოუტანა. რაც შეეხება ზივზივაძეს, მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვა და ისევ პლეი-აუტის ზონაშია, მე-16 ადგილზე, სამშვიდობო ზონასთან 5-ქულიანი ჩამორჩენით, თუმცა უახლოეს მდევარ „ბოხუმს“, რომელიც პირდაპირ გასავარდნ ზონაშია, ასევე 5 ქულით უსწრებს. ფრანკ შმიდტის გუნდი მომდევნო ტურში 2 მაისს, სწორედ „ბოხუმს“ უმასპინძლებს.