ფეხბურთი

20:30 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" - "რეალის" მსაჯმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტირა

ესპანეთის თასის ფინალი, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის რიკარდო დე ბურგოსმა უნდა იმსაჯოს, რომელმაც მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ცრემლები ვერ შეიკავა.

როგორც მან თქვა, „რეალის“ მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლაა და მის შვილს სკოლაში ეუბნებიან, რომ ქურდი მამა ჰყავს:

„მადრიდის „რეალის“ ტელევიზიაში ბევრი საუბარია, რადგან სწორედ მათ აქვთ ყველაზე დიდი გავლენა. როდესაც შენი შვილი დადის სკოლაში და არიან ბავშვები, რომლებიც ეუბნებიან, რომ მამამისი ქურდია და ის სახლში ტირილით ბრუნდება, ეს ძალიან რთულია. ვცდილობ, ჩემ შვილს ავუხსნა, რომ მამამისი პატიოსანია, რომელიც შეცდომებს უშვებს, როგორც ნებისმიერი სპორტსმენი. ეს რთულია, ძალიან რთულია, რასაც არავის ვუსურვებდი. იმ დღეს, როცა პროფესიას დავტოვებ, მინდა, რომ ჩემმა შვილმა იამაყოს იმით, თუ ვინ იყო მამამისი. ჩვენ, მსაჯები არ ვიმსახურებთ ამ ტანჯვას, ყველა უნდა დაფიქრდეს, სად გვინდა წასვლა და ფეხბურთის მომავალზე“, - თქვა დე ბურგოსმა.

ამ სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ ფლორენტინო პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ფინალის მსაჯთა ბრიგადის შეცვლა მოსთხოვა, რადგან პერესის აზრით, მსაჯი ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი. თუმცა, ფედერაციამ „რეალის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0611