ფეხბურთი

19:55 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინმა "სიტისთან" ორი კვირით კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა

კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის ორი კვირით განახლებაზე უარი თქვა, რაც მას საშუალებას მისცემდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშა.

როგორც Mirror-ი იტყობინება, ბელგიელს კლუბმა ხელშეკრულების განახლება 30 ივნისიდან 15 ივლისამდე შესთავაზა. საქმე ისაა, რომ 14 ივნისიდან 13 ივლისამდე „სიტი“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და კევინს შესთავაზეს კონტრაქტის მოკლე ვადით განახლება, რათა ამ ტურნირზე ეთამაშა. თუმცა, ფეხბურთელმა უარი თქვა.

ამრიგად, დე ბრუინის 10-წლიანი ისტორიაში „მანჩესტერ სიტიში“ 25 მაისს, „ფულჰემთან“ მატჩში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ კევინმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია, ხოლო „სიტიში“ გადაწყვიტეს, რომ მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეეთავაზებინათ. ცხადია, მას არ უგულისხმია, ორკვირიანი კონტრაქტი, არამედ გრძელვადიანი.

ბოლო პერიოდში ბელგიელს ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უკავშირებენ, ის სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება. შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დღემდე 416 მატჩში 107 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069337