ფეხბურთი

1:00 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონია" იტალიის თასის ფინალში 51-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბოლონიამ“ საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ვინჩენცო იტალიანოს გუნდს პირველი თამაში სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად, წყვილში ისედაც ყველაფერი იყო გარკვეული. ბოლონიელებმა მეტოქეს მეორე მატჩიც მოუგეს.

საბა გოგლიჩიძე მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა. ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, სამჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა. „ემპოლისთვის“, რომელიც სერია A-დან გავარდნის ზღვარზეა, თასის ნახევარფინალში თამაში დიდი წარმატება იყო.

„ბოლონია“ იტალიის თასის ფინალში 51-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა, სადაც 14 მაისს, „მილანს“ შეხვდება, ფინალს რომის „სტადიო ოლიმპიკო“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065757
სარეკლამო ადგილი - 99
X x X