ფეხბურთი

23:52 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დროის გაუქმების იდეას განიხილავს

უეფა აქტიურად განიხილავს ჩემპიონთა ლიგაზე 2025-2026 წლების სეზონიდან დამატებითი დროის გაუქმებას.

შესაბამისად, თუ პლეი-ოფის სტადიაზე ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, გამარჯვებულის გამოსავლენად არა დამატებითი დრო, არამედ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.

უეფაში მიაჩნიათ, რომ ამ ინოვაციამ უნდა შეამციროს ფეხბურთელებზე დატვირთვა განსაკუთრებით დატვირთული კალენდრის პირობებში.

გარდა ამისა, უეფა განიხილავს წესის აღდგენას, რომლის მიხედვით ერთი და იგივე ქვეყნის გუნდები მერვედფინალში ვერ შეხვდებიან. ეს წესი ადრეც მოქმედებდა, მაგრამ მიმდინარე სეზონის წინ გაუქმდა, როცა ფორმატი შეიცვალა.

ჯერჯერობით, ორივე ეს საკითხი განხილვის სტადიაშია და უეფას ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113391
სარეკლამო ადგილი - 99
X x X