მადრიდის „რეალის" პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ სერიოზული ტრავმა მიიღო. ფრანგი დიდი ალბათობით გამოტოვებს ესპანეთის თასის ფინალს „ბარსელონას“ წინააღმდეგ.
„გასინჯვის შემდეგ ედუარდოს დაუდგინეს ბარძაყის შემაერთებელი კუნთის მყესის რღვევა", - ნათქვამია „რეალის" პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ესპანეთის თასის ფინალი შაბათს, 26 აპრილს გაიმართება სევილიაში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.