„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „შტუტგარტის“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა დაადასტურა.
„ბუდუ პროგრესირებს, მაგრამ ამ მატჩშიც არ იქნება ხელმისაწვდომი“, - თქვა შმიდტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა „ვოლფსბურგთან“ მატჩში მიიღო, რის შემდგომაც უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ ითამაშებს. მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით მე-16 ადგილზეა და „შტუტგარტს“ 25 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება.