ფეხბურთი

14:56 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „შახტარს“ უკრაინელი ნახევარმცველის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა

იტალიური „იუვენტუსი“ უკრაინულ „შახტართან“ ნახევარმცველ გეორგი სუდაკოვის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი)წერს.

„იუვენტუსმა“ სუდაკოვის თაობაზე „შახტარს“ ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა და პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს დონეცკურ კლუბთან.

კრიშტიანო ჯუნტოლი („იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი) ტრანსფერის მომხრეა, მიაჩნია, რომ სუდაკოვის სტილი გუნდს მოუხდება. ნაპოლი და ბრენტფორდი ასევე დაინტერესდნენ უკრაინელით, მაგრამ პირველ შეთავაზება „იუვენტუსმა" პირველი შეთავაზება გააკეთა", - წერს ჯეიკობსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118694