ფეხბურთი

14:19 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დასახელდა კომპენსაციის ოდენობა, რომელიც „რეალმა“ უნდა გადაიხადოს ალონსოს მწვრთნელად დანიშვნისთვის

მადრიდის „რეალი“ აპირებს კომპენსაცია გადაუხადოს ლევერკუზენის „ბაიერს“ ესპანელი სპეციალისტის ჩაბი ალონსოს შესაძლო გადაბირების გამო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Partidazo de COPE იტყობინება.

წყაროს ცნობით, საუბარია 8 მილიონ ევროზე. ეს არის კომპენსაციის საბოლოო ოდენობა, რომელსაც „რეალს“ „ფარმაცევტებს" გადაუხდის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. ჩაბი ალონსოს მოქმედი კონტრაქტი „ბაიერთან“ 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედებს, ისევე როგორც ანჩელოტისა „რეალთან.“ აღსანიშნავია, რომ ალონსომ ასევე არ გამორიცხა სამომავლოდ „სამეფო კლუბის“ სათავეში ყოფნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063454
სარეკლამო ადგილი - 99
X x X