მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 2024/2025 წლების ესპანეთის თასის მომავალ ფინალში, სადაც „სამეფო კლუბი“ "ბარსელონას" დაუპირისპირდება, თავისი გუნდის ტაქტიკაზე ისაუბრა.
„როგორც ვთქვი, ეს შეიძლება იყოს 4-4-2 ფორმაცია... ჩვენ ვითამაშებთ ექვსი ნახევარმცველით და არც ერთი თავდამსხმელით (იღიმის). კარგად უნდა დავიცვათ თავი, რადგან ეს ფინალია. დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ და შეტევაშიც ვიპოვით ჩვენს შანსს", - ციტირებს AS ანჩელოტის სიტყვებს.
ესპანეთის თასის გადამწყვეტი მატჩი სევილიაში, 26 აპრილს გაიმართება.