„ლიდსის“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ფარკემ შესაძლოა კლუბი დატოვოს, იუწყება Daily Mail.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა არ არის დარწმუნებული, რომ 48 წლის გერმანელი გუნდის პრემიერლიგაში მომავალ სეზონში შენარჩუნებას შეძლებს.
21 აპრილს, „ლიდსმა“ ნაადრევად მოიპოვა ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგის საგზური. 44 ტურის შემდეგ გუნდი 94 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს.
ფარკე „ლიდსს“ 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის „ნორვიჩს“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ წვრთნიდა.