ფეხბურთი

11:55 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი:„მილანი“ იმსახურებდა ამ გამარჯვებას“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ 2024/2025 წლების იტალიის თასის ნახევარფინალურ მატჩში „მილანთან“ დერბიში (0:3) გამანადგურებელი მარცხის შემდეგ თავისი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ძალიან ვწუხვართ ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ. ეს არის ფეხბურთი: „მილანი“ იმსახურებდა ამ გამარჯვებას. სამწუხაროა, პირველ ტაიმში მეტს ვიმსახურებდით. მეორეში კი კუთხურიდან გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. შემდეგ ბევრად უარესად ვითამაშეთ.

ცხადია, ზედიზედ ორჯერ წაგებას მიჩვეული არ ვართ (20 აპრილს, სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „ინტერმა“ „ბოლონიასთან“ 0:1 წააგო). ეს ორი მარცხი სწორად უნდა გავაანალიზოთ. ბოლონიაში წაგებასაც არ ვიმსახურებდით, დღეს კი მეორე ტაიმში ძალა გვაკლდა. უპირველეს ყოვლისა, მეტის გაკეთება გვჭირდებოდა“, - ციტირებს ინძაგის სიტყვებს TuttomercatoWeb.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062899
სარეკლამო ადგილი - 99
X x X