ფეხბურთი

11:24 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მილანის“ მწვრთნელი: „მომეწონა გუნდის დამოკიდებულება და ერთიანობა დაცვაშიც და შეტევაშიც“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერთან“ (3:0) გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„პატარა დეტალები მნიშვნელოვანია - მომეწონა გუნდის დამოკიდებულება და ერთიანობა დაცვაშიც და შეტევაშიც.

პირველ წუთებში ცოტა ვწვალობდით, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გავიტანეთ. შესვენების შემდეგ გარკვეულ სფეროებში თამაში გავაუმჯობესეთ, მართლაც მაღალი დონე ვაჩვენეთ. გუნდს აქვს ხარისხი და ყველა თამაშის მოგების სურვილი“, - ციტირებს კონსეისაოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ 1:0 დასრულდა. ტურნირის ფინალში „მილანი“ „ბოლონიასა“ და საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. საპასუხო მატჩი დღეს, 24 აპრილს გაიმართება ბოლონიაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა „ბოლონიამ“ 3:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10345
სარეკლამო ადგილი - 99
X x X