ფეხბურთი

20:35 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: "ბარსელონას" ყველა ტიტულის მოგება შეუძლია"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ტრებლის მოგების სჯერა.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მათ შეუძლიათ სეზონში პირველი ტიტულის მოგება. გუნდი ფენომენალურია, სეზონის დარჩენილ ნაწილს თავდაჯერებული ხვდებიან, რადგან იციან, რომ ეს მატჩები გადაწყვეტს მოიგებენ თუ არა ტიტულებს“, - თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის, ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06419
სარეკლამო ადგილი - 99
X x X