საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გია ცეცაძე.
გია ცეცაძე სხვადასხვა წლებში წარმატებულად მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მთავარ მწვრთნელად (U19, U21).
ცეცაძე საფეხბურთო კლუბ "სამტრედიასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი, მოგვიანებით კი სუპერთასის მფლობელი გახდა. იგი 2015 და 2016 წლებში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
„რუსთავი“ ეროვნულ ლიგა 2-ში 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „სპაერს“ კი, 5 ქულით ჩამორჩება.