ფეხბურთი

17:24 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ჰილალს" რაფინიას გადაბირება სურს

„ბარსელონას“ თავდამსხმელის, რაფინიას გადაბირება „ალ-ჰილალს“ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, არაბული კლუბის ემისრები უკვე იყვნენ „ბარსელონაში“. ისინი მზად არიან ბრაზილიელ შემტევს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რომლის განმავლობაში ჯამში 200 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ცხადია, ფეხბურთელის გარდა, „ალ-ჰილალს“ „ბარსელონასთანაც“ მოუწევს შეთანხმება. ესპანური კლუბი რაფინიასთან შელევას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ განიხილავს.

მიმდინარე სეზონში რაფინიამ 48 მატჩში 30 გოლი გაიტანა, სულ „ბარსელონაში“ მას 135 თამაშში 50 გოლი აქვს გატანილი. მანამდე კი, „რენის“ და „ლიდსის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061936
სარეკლამო ადგილი - 99
X x X