საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა, რის შემდგომაც ტრადიციულად შეაჯამეს განვლილი 9 ტური.
პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად „იბერიას“ ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი დასახელდა, რომელმაც გარდა იმისა, რომ თავისი მოვალეობა შესანიშნავად შეასრულა, მეტოქის კარში ორი გოლიც გაიტანა (9 მატჩში).
საუკეთესო მწვრთნელად „იბერიას“ თავკაცი ლევან კორღალიძე აღიარეს. ამასთან დასახელდა სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც შემდეგნაირია: მაკარიძე (იბერია), კვარაცხელია (სამგურალი), გელაშვილი (იბერია), ქაფიანიძე (დინამო ბათუმი), მარა (დინამო ბათუმი), კონტე (დილა), ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ტაბატაძე (იბერია), ბლესა (დინამო ბათუმი), წულუკიძე (დინამო ბათუმი), სიხარულიძე (იბერია).
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას პირველი წრის შემდეგ „იბერია“ 23 ქულით ლიდერობს, „დინამო ბათუმს“ 21 ქულა აქვს, ხოლო მესამე ადგილზეა „დილა“ 17 ქულით.