მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ესტუმრა და აზრი გამოთქვა, ჩაატარებს თუ არა იქ ჩოგბურთის მატჩს.
„რა სილამაზეა. ეს რაღაც განსაკუთრებულია! საუკეთესო სტადიონი მსოფლიოში, უბრალოდ საოცარი. წარმოუდგენელი იქნებოდა აქ ჩოგბურთის მატჩის თამაში. იქნებ... ვინ იცის? ერთ დღეს. ეს შესანიშნავი იქნებოდა", - თქვა ჯოკოვიჩმა მადრიდის „რეალის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი მადრიდში მასტერსის ტურნირში მონაწილეობს, რომელიც 23 აპრილს იწყება.