„მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კაფუმ „ბარსელონას" ნახევარმცველის რაფინიას მიერ „ოქროს ბურთის" მოპოვების შანსები შეაფასა.
„რაფინია დიდი ხანია იმსახურებს „ოქროს ბურთს. განსაკუთრებით წლეულს, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მისი თამაშის გათვალისწინებით", - ციტირებს კაფუს სიტყვებს Marca.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 30 ბურთი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაფინია „ბარსელონაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს.