ფეხბურთი

12:24 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების თასი „გოუ ეჰედ იგლზმა“ მოიგო

ნიდერლანდების თასის ფინალში „გოუ ეჰედ იგლზმა“ „ალკმაარი“ დაამარცხა პენალტების სერიაში 1:1 (4:2 პენ) და ჯილდოს დაეუფლა.

„ალკმაარის“ თავდამსხმელმა ტროი პაროტმა ანგარიში 54-ე წუთზე პენალტით გახსნა. „იგლზმა“ ასევევე პენალტის წყალობით გაათანაბრა 90+9-ე წუთზე. გოლი მატს დეილმა გაიტანა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში კი „იგლზი“ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა - 4:2.

„იგლზისთვის“ ეს პირველი ტიტულია კლუბის ისტორიაში 1932/33 წლების სეზონის შემდეგ, როცა გუნდმა ნიდერლანდების ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065681
სარეკლამო ადგილი - 99
X x X