ფეხბურთი

11:49 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაასახელა

„იფსვიჩ თაუნის“ თავდამსხმელი ლიამ დელაპი „მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას. ამის შესახებ Athletic წერს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბში თავდამსხმელის პოზიციაზე მთავარი პრიორიტეტული ვარიანტია.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელაპის გამოსყიდვის თანხა შესაძლოა 46 მილიონი ევრო იყოს, თუ „იფსვიჩი“ ინგლისის პრემიერ ლიგიდან დაქვეითდება. დელაპის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენს.

თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი „იფსვიჩთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117393