ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, რთულია გამარჯვებულის შესახებ პროგნოზის გაკეთება, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ პსჟ-ს ყველაზე კარგი შანსი აქვს:
„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს, რომელსაც კარგი, სტაბილური შედეგები აქვს და შესანიშნავ ფორმაშია. თუმცა, დანამდვილებით თქმა რთულია, ამიტომ, არ მინდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის შესახებ საბოლოო პროგნოზის გაკეთება.
„ბარსელონა“ – „ინტერი“? ორი განსხვავებული სტილის გუნდია. თუმცა, „ინტერი“ მხოლოდ დაცვა არ არის, ვინც ასე ფიქრობს, ცდება. „ინტერს“ ტრებლის მოგებაც შეუძლია, ინძაგის გუნდი დაცვაში ძალიან მყარია, ჩემპიონთა ლიგაზე ცოტა გოლი გაუშვა, მაგრამ ასევე ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია. ამიტომ, უფრო სრულყოფილი ანალიზი უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ ის არ ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ დაცვითი გუნდია“, - აღნიშნა ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში „არსენალი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბარსელონა“ – „ინტერი“ შეხვდებიან.