„ლევერკუზენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნანდო კარომ განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს წაყვანა მადრიდის „რეალს“ თუ მოუნდება, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.
„რეალთან“ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩაბი ალონსოს მომავალი მომდევნო სამ-ოთხ კვირაში გადაწყდება. ჩვენ მასთან ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს: თუ ისეთი კლუბი მოინდომებს მის წაყვანა, სადაც ფეხბურთელობის პერიოდში თამაშობდა, დავსხდებით და ვისაუბრებთ, დაბრკოლებების გარეშე“, - თქვა კარომ.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს „რეალს“ უკავშირებენ, სადაც ის კარლო ანჩელოტის შემცვლელად განიხილება.