ფეხბურთი

20:19 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "არ ვიცი, ლევანდოვსკი როდის დაბრუნდება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ არ იცის, როდის დაბრუნდება მოედანზე რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ტრავმა ვიგოს „სელტასთან“ ბოლო მატჩში მიიღო.

„ტერ შტეგენი გამოჯანმრთელდა და კარგადაა, მასთან ვისაუბრებთ იმაზე, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ გადავწყვეტთ, როდის იქნება უკეთესი მომენტი, რომ ითამაშოს.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, უნდა მოვიცადოთ, როდის იქნება მზად სათამაშოდ, როცა ეს მოხდება, ყველა ბედნიერი ვიქნებით. არ ვიცით, რამდენი ხანი დარჩება უქმად, შესაბამისად, მირჩევნია, არაფერი ვთქვა”, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115259
სარეკლამო ადგილი - 99
X x X