ფეხბურთი

13:00 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენის მომავალი კლუბის ვინაობა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ნაპოლის" ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ახლა იჯარის წესით "გალათასარაიში" თამაშობს, მომდევნო სეზონიდან კარიერას პრემიერლიგაში, კონკრეტულად კი, "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Football talia -ია ავრცელებს. მათი განცხადებით, ნიგერიელმა ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ახლა მხოლოდ გუნდებს შორის შეთანხმება რჩება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენის ყიდვით კიდევ არაერთი ევროპული წამყვანი კლუბები არიან, თუმცა ფავორიტი "მანჩესტერია", რომელმაც ყველას დაასწრო და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი თურქეთში იჯარის წესით ზაფხულში გადავიდა, მან "გალას" მაისურით ყველა ტურნირზე 34 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064843
სარეკლამო ადგილი - 99
X x X