აზერბაიჯანის პრემიერლიგის 31-ე ტურში „ზირამ“ „სუმგაითი“ 3:1 დაამარცხა, გიორგი პაპუნაშვილმა კი, გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეექვსე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, როცა მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და ეფექტური გოლი გაიტანა. ის მოედანზე 79-ე წუთამდე იყო.
ქართველ შემტევს აზერბაიჯანის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. დავით ვოლკოვი მატჩის განაცხადში არ იყო.
„ზირა“ 61 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 აპრილს, „კაპაზს“ ესტუმრება.